2015 წლის 12 ოქტომბრიდან დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატთა (ასოციაციის წევრთა) გამოვლენისა და უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად:
ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება- ს.ს.ი.პ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ 34-36; ტელ: 2 22 46 54; 790 22 46 54
ა) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღია 2015 წლის 12 ოქტომბერი; ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად, 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე;
ბ) ადმინისტრაციული წარმოების საგანი - საწევრო გადაუხდელ ადვოკატთა უფლებამოსილების შეწყვეტა; ( „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის, 213 მუხლის, პირველი პუნქტის, „ზ“ ქვეპუნტი);
გ) წარმოებაში მონაწილე ასოციაციის წევრთა სია, რომელთაც ერიცხებათ საწევრო დავალიანება, განთავსდეს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე www. gba.ge და გამოქვეყნდეს გაზეთში „რეზონანსი“; საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატებს გაეგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები მათ მიერ ასოციაციაში წარმოდგენილ მობილური ტელეფონის ნომრებზე; ასევე, ადვოკატებს მიეცეთ შესაძლებლობა გაეცნონ საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატთა სიას ადვოკატთა ასოციაციის ოფისში;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის, მე-2 პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადა დასრულდეს 2015 წლის 03 ნოემბერს;
ე) ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად განისაზღვროს 2015 წლის 27 ნოემბერი;
ვ)2015 წლის 12 ოქტომბრამდე დაზუსტდეს საქართველოა ადვოკატთა ასოციაციის საწევრო დავალიანების მქონე ადვოკატთა სია.